შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა,
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო
ღონისძიების შედეგად 1999 წელს დაბადებული ედიკა ბ. ცეცხლსასროლი
იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით
სენაკში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი
ჩხრეკისას, ლულაგადაჭრილი სანადირო თოფი, ე.წ. „აბრეზი“ ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის
და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის
მე-2 და მე-3 ნაწილებით).
მასალის გამოყენების პირობები