ჩირიკბა: „საქართველოს მიერ აფხაზეთის აღიარება რეგიონისთვის მომგებიანი იქნება“
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ ჩირიკბას
განცხადებით, "საქართველოს მხრიდან აფხაზეთის
სახელმწიფოს აღიარება, ასევე, სრულფასოვანი
სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების დამყარება საბოლოო გადაწყვეტილება
უნდა იყოს, რომლითაც ყველა მხარე მოგებული დარჩება".
"ამის მისაღწევად საჭიროა ძალიან მაღალი პოლიტიკური სიბრძნე და
ნებისყოფა, რომელიც ამჟამინდელ ქართულ ხელისუფლებაში სამწუხაროდ, არ
ჩანს. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ პოლიტიკურ დიალოგს საქართველოსთან,
თუმცა, თავს ვერ მოვიტყუებთ, რომ უახლოეს დროში რაიმე დიდ გარღვევას
ველით", - აღნიშნა ჩირიკბამ.
მასალის გამოყენების პირობები