დე ფაქტო აფხაზეთი და ყირიმი სავაჭრო ურთიერთობებს აღრმავებენ
ყირიმში სავაჭრო სახლი "აბხაზია", დე ფაქტო აფხაზეთში კი ყირიმის
ანალოგიური წარმომადგენლობა შეიქმნა.
აფხაზური მედიიც ცნობით, სიმფეროპოლში გამართულ პრესკონფერენციაზე
ყირიმის რესპუბლიკაში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გიორგი
მურადოვმა განაცხადა, რომ შემდგომი ურთიერთგაცვლისა და რეალიზაციის
პერსპექტივით აღნიშნული სტრუქტურები საქონელზე და მომსახურებაზე
მოთხოვნას შეისწავლიან.
თავის მხრივ, ყირიმში ვიზიტით მყოფმა დე ფაქტო აფხაზეთის
პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ აღნიშნა, რომ აფახაზეთის
ბიზნესმენები ნახევარკუნძულს ციტრუსებითა და წყლით ამარაგებენ.
უახლოეს გეგმებშია ღვინის და ინერტული მასალის მიწოდებაც.
მასალის გამოყენების პირობები