დე ფაქტო აფხაზეთი რუსეთში გასატანი მანდარინის მოცულობის 20%-ით
გაზრდას გეგმავს.
ამის შესახებ „რუსეთ-აფხაზეთის სამთავრობოთაშორისო“ სხდომაზე“,
რომელზეც სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს,
დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ
განაცხადა.
«მიმდინარე წელს, ჩვენს რაიონს 40 ათასი ტნ. მანდარინით
უზრუნველვჰყოფთ, სულ 50 ათას ტონას ვაწარმოებთ, რომლის ნაწილი შიდა
მოხმარებაზე მიდის. ვფიქრობ, მომავალ წელს, 50 ათასი ტონის მიწოდებას
შევძლებთ“, - აღნიშნა მიქვაბიამ.
მასალის გამოყენების პირობები