"საქართველოს რკინიგზამ" საახალწლოდ თბილისი-სენაკის
მიმართულებით დამატებითი მატარებელი დანიშნა. ამის შესახებ
რადიო „ათინათს“ საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს.
„მატარებელი ყოველდღიურად - 26 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით
იმოძრავებს" - აცხადებენ “საქართველოს რკინიგზაში“.
მატარებელი 10:25 საათზე გავა და სენაკში 14:34 საათზე ჩავა.
სენაკიდან კი 19:35 საათზე გამოვა და თბილისში 23:45 საათზე
იქნება.
მასალის გამოყენების პირობები