მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალ წელს დაბა მესტიაში მცხოვრებ
ყველა ბავშვს
ორიგინალურად მიულოცავს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო აინისტრაციის ცნობით, ახალი წლის
დადგომამდე ბავშვებს თოვლის ბაბუა სვანური მარხილით საჩუქრებს
მიუტანს.
საჩუქრები გადაეცემათ სოციალურად დაუცველებს, ხანდაზმულებსა და
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც.
ამასთანმ, 31 დეკემბერის მესტიაში, სეტის მოედანზე ადგილობრივი
ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით გალა
კონცერტი გაიმართება.
24 საათზე კი მესტიის ცას გრანდიოზული ფოიერვერკი გაანათებს.
მასალის გამოყენების პირობები