რუსეთს სურს, აფხაზეთი თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი დე ფაქტო აფხაზეთში
ვიზიტისას
თურქეთის წინააღმდეგ შეზღუდვებს განიხილავს.
ამის შესახებ პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის დირექტორმა ალექსეი
ჩესნაკოვმა განაცხადა.
"თურქეთი მეორე სავაჭრო პარტნიორია აფხაზეთისთვის რუსეთის შემდეგ.
სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის წელიწადში 2,6 მილიარდ რუბლს
შაეადგენს. თურქეთის წილზე აფხაზეთის საგარეო ვაჭრობის 18% მოდის (7,6
% იმპორტი, 10,4 % ექსპორტი)", — აღნიშნა ჩესნაკოვმა.
მისივე თქმით, აფხაზეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უკვე გამოუცხადა
რუსეთს სოლიდარობა სუ-24 ის ჩამოგდების შემდეგ და სურკოვის სოხუმში
ჩასვლამ თურქეთის წინააღმდეგ აფხაზეთის პრაქტიკულ სანქციებზე გადასვლა
უნდა უზრუნველყოს.
მასალის გამოყენების პირობები