ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან ე.წ. "საზღვრის
გადაკვეთის" ბრალდებით დაკავებულები გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „ათინათს“ აფხაზეთის ლეგიტიმური
მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე
ჩიკვაიძემ დაუდასტურა.
დაკავებულები, სავარაუდოდ, ჯარიმის გადახდის შემდეგ
გათავისუფლდნენ.
ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან 19 საქართველოს მოქალაქე დააკავეს,
რომელთა შორის 2 არასრულწლოვანი იყო. 8 მოქალაქე, რომელთაც ე.წ.
"აფხაზური პასპორტები" აღმოაჩნდათ, ჯარიმის სანაცვლოდ მალევე
გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები