სოხუმის რკინიგზის სადგურთან სამართალდამცველებმა საქართველოს
მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ვალერიან
სუთიძე დააკავეს.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, პირადი ჩხრეკისას მას ნარკოტიკული
ნივთიერება "მარიხუანა" აღმოაჩნდა, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს
ექსპერტებმა დაადასტურეს.
ნარკოშემოწმებაზე უარის თქმის გამო სუთიძეს 15 დღიანი
ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები