სოხუმში უცხოეთის მოქალაქეების სტატუსის შესახებ კანონი მიიღეს
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტმა "უცხოეთის მოქალაქეების სამართლებრივი
სტატუსის" შესახებ კანონი მიიღო.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, "კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის,
დროებითი ცხოვრების და მუშაობის უფლებას განსაზღვრავს".
დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა იური ზუხბამ აღნიშნა, რომ აუცილებელია
სამიგრაციო ბარათი, რათა "უცხო ქვეყნის მოქალაქეების აღრიცხვა
გაადვილდეს" .
მან განმარტა, რომ კანონპროექტი, სწორედ ამ სახის დოკუმენტს
ითვალისწინებს.
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დავით
სანგულიამ აღნიშნა, რომ "კანონპროექტის თანახმად სპეციალური
კვალიფიკაციის მქონე მოქალაქეები, აფხაზეთშო დროებითი ცხოვრების
უფლებას მიიღებენ. სპეციალობების ჩამონათვალს მინისტრთა კაბინეტი
განსაზღვრავს", - დასძინა მან.
მასალის გამოყენების პირობები