ზუგდიდში, ცენტრალურ პარკში 31 დეკემბერს, საღამოს 10:00 საათზე გალა
კონცერტი გაიმართება.
მასში მონაწილეობას „თეატრალური კვარტეტი“, ჯგუფი „სეიშენი“, ვაჟა
მანია, მარიამ ლიკლიკაძე და ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ.
ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება.
„ჩვენ, ქალაქის მერია და კულტურის სამინისტრო, ვეცდებით, რომ ეს ახალი
წელი ზუგდიდში განსაკუთრებით მხიარული იყოს", - აცხადებენ
ზუგდიდის მერიაში.
ქალაქ ზუგდიდში მერიის ორგანიზებით სულ 10 საახალწლო ღონისძიება
გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები