სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ელექტროენერგია 4 ათას აბონენტს არ
მიეწოდება.
დიდთოვლობის გამო შუქი ამ დრომდე არ მიეწოდება ზუგდიდის, წალენჯიხის
და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელს. "ენერგო პრო
ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ეკა
ურიდიას ინფორმაციით, ელექტროენერგია სასიცოცხლო დანიშნულების ყველა
ობიექტს მიეწოდება. კომპანიის წარმომადგენელმა რადიო"ათინათს"
განუცხადა, რომ ამ დროისათვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები,
რომლებიც დღის ბოლოსთვის დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები