დიდთოვლობამ აფხაზეთში ელექტრომომარაგების პრობლემები გამოიწვია
აფხაზეთში 3 იანვარს მოსული უხვი ნალექი ელექტროქსელების
მრავალრიცხოვანი ავარიების
მიზეზი გახდა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, განსაკუთრებით დაზარალდა ოჩამჩირის,
გალისა და გულრიფშის რაიონები.
სტიქიის მიერ წაქცეულმა ხეებმა ელექტრობოძები დააზიანეს,
რომელთა 80% უკვე აღდგენილია.
სამუშაოები ამ წუთებშიც საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები