გიზო სართანია : „დიდთოვლობის გამო ზუგდიდის სოფლებში მძიმე ვითარებაა“
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე მაღალმთიან სოფელში თოვლის საფარი
80 სმ-ს აჭარბებს,
ხოლო ქალაქში - 50 სმ-ს აღწევს. მაღალმთიანი სოფლების საავტომობილო
გზებზე (ნარაზენი, ტყაია, ჯიხაშკარი, კოლხიდა, გრიგოლიში, ჭკადუაში)
მოძრაობა შეფერხებულია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის გიზო სართანიას
განცხადებით, მაღალმთიან სოფლებში მძიმე მდგომარეობაა. მისივე
განმარტებით, გზის გაწმენდით სამუშაოებში, გამგეობის სხვა
სამსახურებთან ერთად, ჩართულები არიან გამგეობის აიპ „კეთილმოწყობის“
და პოლიციის მე-2 სამმართველოს თანამშრომლები.
„გზები იწმინდება, მაგრამ ისევ ათოვს და გზა იფარება. ასევე,
მოყინულია გზები, რაც სიტუაციას უფრო ართულებს. ტექნიკური მარილის
დაყრას აზრი არა აქვს... თუმცა ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მუშაობას.
სამხედრო მანქანებით ვმოძრაობთ. ახლა ტრაქტორი სოფელ გრიგოლიშში
მუშაობს, დილას ჭაქვინჯში გადაინაცვლებს. სოფლებში ამ წუთებშიც
გადაუღებლად თოვს. ძალიან გთხოვთ დაწერეთ, რომ განსაკუთრებულ მადლობას
ვუხდი პოლიციის მეორე სამმართველოს თანამშრომლებს და განსაკუთრებით
ლევან დარასელიას. ის ამ წუთებშიც ჩვენს გვერდით მუშაობს“, - აღნიშნა
რადიო "ათინათთან" საუბრისას გიზო სართანიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თოვა 2 იანვარს დაიწო.
მასალის გამოყენების პირობები