აფახაზეთში თოვლის საფარმა თითქმის ყველა ქალაქსა და სოფელში 50 სმ-ს
მიაღწია.
ხოლო მთისპირა რაიონებში - 1 მეტრს.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე ოჩამჩირის
რაიონის რამდენიმე სოფელი რჩება. ენერგეტიკოსები ამ დრომდე მუშაობენ
პრობლემების აღმოსაფხვრელად.
სოხუმში პარალიზებულია ტროლეიბუსების მოძრაობა, რადგან თოვლმა
ალექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ამ დროისათვის დასუფთავებულია გზა
ცენტრიდან ახალ მიკრორაიონამდე.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში თოვლი ბოლო რამდენიმე წელია არ
ყოფილა.
მასალის გამოყენების პირობები