ზუგდიდის გამგეობა დაზარალებულებს სახლის სახურავებს შეუკეთებს
ამ დროის მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში
დიდთოვლობამ 8 საცხოვრებელი სახლის
სახურავი დააზიანა.
გამგეობის პრესამსახურის უფროსის მაია ღურწკაიას ინფორმაციით,
დაზარალებულებს ზარალი აუნაზღაურდებათ.
„გამგებელი ედიშერ თოლორაია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილს დაუკავშირდა და
დაზარალებული ოჯახების სახურავების შეკეთებაზე ფონდიდან თანხების
გადმორიცხვის თანხმობა მიიღო'', - განუცხადა რადიო „ათინათს“ მაია
ღურწკაიამ.
მასალის გამოყენების პირობები