ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში - ზედაეწერის, ტყაიის, ჩხორიის,
რიყის და ჭკადუაშის გზებზე მოძრაობა შეზღუდულია.
ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, დანარჩენ, მათ შორის მაღალმთიან
სოფლებში, გადაადგილების პრობლემა მოხსნილია.
„აღნიშნულ სოფლებში გზები მძიმე ტექნით ამ წუთებშიც იწმინდება. ამ
გზებზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტი მოძრაობს“, -
აცხადებენ უწყებაში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საგანგებო შტაბი 24 საათიან
რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
მასალის გამოყენების პირობები