ცენტრალური მთავრობა რეგიონში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ეცნობა (ვიდეო)
17:13 / 05.01.2016
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ
ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის
ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი და ენერგეტიკის მინისტრის
მოედგილე ილია ელოშვილი სამეგრელოში იმყოფებიან.
მათ ადგილობრივი მთავრობისა და სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ
პირებთან ერთად გზების გაწმენდითი და ელექტროენერგიის აღდგენითი
სამუშაოები დაათვალიერეს.
მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის
ელექტროენერგია არ მიეწოდება 5000-მდე აბონენტს.
„შექმნილია სპეციალური ჯგუფები, ადგილზე მუშაობს „ენერგო-პრო ჯორჯიას"
1200-მდე წარმომადგენელი და დღის ბოლომდე ელექტროენერგიის მიწოდება
აღდგება“, - განაცხადა ელოშვილმა.
რეგიონის გუბერნატორის ლევან შონია თქმით კი, გზის გაწმენდითი
სამუშაოები თითქმის, ყველა რაიონში დასრულებულია.
„ინგირში იყო პრობლემა და ამ წუთებში მუშაობს სპეციალური ტექნიკა.
რთული ვითარებაა ჯვარი-მესტიის გზის მონაკვეთზე, აქ მობილიზებულია
ყველა შესაბამისი სამსახური და ვეცდებით, გზა დღის ბოლომდე გავხსნათ“.
- განაცხადა ლევან შონიამ.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები