დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო, ქვეყნის საავტომობილო გზების
გარკვეულ უბნებზე გადაადგილებაზე შეზღუდვები და
აკრძალვებია.
ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი - ჯვარი - მესტია
- ლასდილის საავტომობილო გზის კმ30 - კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე
აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ71 -
კმ188 (ხაიში - უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და
მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა (ხაიში-უშგული)
მონაკვეთზე თავისუფალია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის
გამო, თბილისი – სენაკი – ლესელიძის საავტომობილო გზის კმ55-კმ152
(იგოეთი-ხევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ქუთაისი - ტყიბული - ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ71
(ტყიბული - ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა.
მასალის გამოყენების პირობები