გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის
კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა,
სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, ფოთში ლიბერიის დროშით
მცურავი გემი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, გემმა
საქართველოს ტერიტორიული წყლები ფეკალიებით დააბინძურა.
კაპიტანს 65 000 ლარიან ჯარიმასთან ერთად, გარემოსთვის მიყენებული
ზიანის ოდენობის ანაზღაურებაც დაეკისრა. ლიბერიის დროშით მცურავი
გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმის გადახდის შემდეგ
დატოვებს.
მასალის გამოყენების პირობები