გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 იანვარს საქართველოში
მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი,
ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი.
იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია
+4, +9 გრადუსი.
ხოლო, 10-12 იანვარს ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ დასავლეთ
საქართველოს ზოგიერთ რაიონში, აღმოსავლეთ საქართველოში კი ნალექი
შეწყდება.
ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში
მოიმატებს.
11-12 იანვარს მოსალოდნელია + 15, +17 გრადუსი, აღმოსავლეთ
საქართველოში კი +8, +13 გრადუსი.
მასალის გამოყენების პირობები