ინტენსიური წვიმების შედეგად გამოწვეული ზვავსაშიშროების გამო
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზის კმ173-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე გზის
კმ70-კმ172 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ1-კმ69 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები