2016 წლის 11 იანვრამდე დე ფაქტო აფხაზეთში იმ შეზღუდვების
ჩამონათვალს
დაამტკიცებენ,
რომლებიც თურქეთის წინააღმდეგ ამოქმედდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება სოხუმში რუსეთის
პრეზიდენტის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის ვიზიტის შემდეგ
მიიღეს.
პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის დირექტორის ალექსეი ჩესნაკოვის
თქმით, 11 იანვარს ჩატარდება კონსულტაციები, რომლებზეც დე ფაქტო
აფხაზეთი და რუსეთის ფედერაცია შეთანხმდებიან.
შეზღუდვები სამშენებლო, თევზჭერის, სავაჭრო დარგებს და თურქული
არაკომერციული ორგანიზაციების მოღვაწეობას შეეხება.
სურკოვმა დაადასტურა, რომ "აფხაზეთის ხელმძღვანელობა განწყობილია
თურქეთთან მიმართებაში რუსეთს სოლიდარობა გამოუცხადოს".
30 დეკემბერს რუსეთის ფედერაციამ თურქეთის მიმართ "სპეციალური
ეკონომიკური ზომები" აამოქმედა და გამოაქვეყნა იმ საქმიანობათა
ჩამონათვალი, რომლის განხორციელება აეკრძალებათ თურქეთის რესპუბლიკის
იურისდიქციის ქვეშ მყოფი ორგანიზაციებს. სანქციები ეხება სამშენებლო,
ტურისტულ, სასტუმრო, ასევე საინჟინრო-ტექნიკურ პროექტირებას და
სახელმწიფო და მინიცუპალური მომსახურების სფეროებს.
მასალის გამოყენების პირობები