კალა–უშგულის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა, რის
შემდეგაც ჩატარდა გზის გაწმენდითი
სამუშაოები და ამ დროისათვის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე თოვლის და
ლიპყინულის გამო დაწესებულია გარკვეული სახის მოძრაობის რეჟიმი:
აღნიშნული გზის კმ100-კმ188 (ლახამურა-უშგული) მონაკვეთზე ორი და მეტი
წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ1-კმ99
(ზუგდიდი-ლახამულა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები