ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. “კოკა-კოლას შენობაში”
არსებული მაღაზიების მოვაჭრეებმა
ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს.
მოვაჭრეები მათი შენობის წინ ბორდიურებს შორის გასასვლელის გაუქმებას
აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ბორდიურებს შორის გზის გაუქმების შემდეგ
მყიდველი მათთან არ შევა, რადგან ძირითადი მომხმარებელი ქუჩის მეორე
მხრიდან, ბაზრის ტერიტორიიდან გადადის.
აქციის მონაწილეებმა გზა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების
მისვლის შემდეგ გახსნეს. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ
მობილიზებულები.
„დაგვიბარეს შეხვედრაზე, მოვილაპარაკოთო, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას
მიიღებენ. თუ გზა არ გახსნეს აქციებს გავაგრძელებთ“, - აცხადებენ
მოვაჭრეები.
ქალაქის საკრებულოს აპარატის უფროსის გრიგოლ მიქავას განცხადებით,
ისინი შეხვდებიან მოვაჭრეებს, მოისმენენ მათ აზრს და ამის შემდეგ
მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.
მასალის გამოყენების პირობები