გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში ჩაის ძველ პლანტაციებს ცეცხლი
გაუჩნდა.
როგორც რადიო "ათინათს" აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელოს
წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ განუმარტა,
ხანძარი მხოლოდ ძველ პლანტაციებში გავრცელდა და ის მოსახლეობას
საფრთხეს არ უქმნის.
"ათინათი" სოხუმის და გალის რამდენიმე მკვიდრსაც დაუკავშირდა, თუმცა
რაიმე სერიოზული ხანძრის შესახებ ინფორმაციას ამ დროისთვის არც ისინი
ადასტურებენ.
ცნობისთვის: "ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, ხანძარი გალის რამდენიმე
სოფელში გაჩნდა და უკვე ოჩამჩირემდე მიაღწია.
მასალის გამოყენების პირობები