რაულ ხაჯიმბას „სახელმწიფო“ ენის საკითხებში ახალი თანაშემწე ჰყავს
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის თანაშემწედ სახელმწიფო ენის პოლიტიკის
საკითხებში ტალი ჯოპუა დაინიშნა.
ამასთან, რაულ ხაჯიმბას ბრძანებით, ტალი ჯოპუა აფხაზური ენის
განვითარების პროგრამის რეალიზაციის "სახელმწიფო კომისიის"
თავმჯდომარედ დაინიშნა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარემ 9- დღიან ვადაში
უნდა წარადგინოს წინადადებები კომისიის შემადგენლობის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები