დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატებმა დღგ- ს შესახებ კანონში
ცვლილებების განხილვა გადადეს.
"ახალი კანონის" თანახმად, 2016 წლის 1 იანვრიდან აფხაზეთში
იმპორტირებულ საქონელზე დღგ დაწესდა, 10 % - იანი განაკვეთით.
მეწარმეები ამ ფაქტს სამი დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ე.წ. დეპუტატი ახრა კვეკვესკირი,
წინააღმდეგობათა გადალახვის მიზნით, დღგ-ს შესახებ კანონზე
მორატორიუმის დაწესების წინადადებით გამოვიდა, რასაც "დეპუტატების"
ნაწილმა დაუჭირა მხარი.
დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ აღნიშნა, რომ "ამის
გაკეთება არ შეიძლება".
"თუმცა რეალურად არსებობს წინააღმდეგობა დღგ-ს შესახებ კანონსა და
საბაჟო კოდექსს შორის. პრეზიდნეტთან შეთანხმების შემდეგ, ორი დღის
განმავლობაში ეს საკითხი განიხილება და კანონში შესაბამისი ცვლილებები
შევა", - განმარტა მან.
მისივე თქმით, "სახელმწიფო საბაჟო სამსახური" დღეიდან შემოტანილ
საქონელს დღგ-ით არ დაბეგრავს, თუმცა მკაცრ აღრიცხვას აწარმოებს.
"როდესაც კანონში დღგს - თან დაკავშირებული ცვლილებები შევა, საქონელი
ახალი ტარიფებით დაიბეგრება", - თქვა ბგანბამ.
მასალის გამოყენების პირობები