დასავლეთ საქართველოში ხვალიდან ცუდი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს
ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური
პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, ხვალ
საქართველოში იწვიმებს. 23-24 იანვარს კი დასავლეთ საქართველოში
თოვლია მოსალოდნელი.
„ზუგდიდში 23 იანვარს თოვლჭყაპი იქნება, რაც თოვლში გადაიზრდება. 24
იანვარს მოთოვს და ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა“, -
განუცხადა რადიო „ათინათს“ სვეტლანა
ნიორაძემ.
მასალის გამოყენების პირობები