ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო,ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია დაწესებული.
აღნიშნული გზის კმ30-კმ182 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი - თავისუფალი. ( კმ100-კმ182 )
ლახამულა-კალას მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვების გამოყენებით. ცენტრალური გზის ზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთზე
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები