ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებსა და აფხაზეთს ახალი ავტომაგისტრალი დააკავშირებს
ვლადიმირ პუტინმა რეგიონთაშორისი ფორუმის ფარგლებში ჩრდილოეთ
კავკასიასა და შავ ზღვას შორის
ავტომაგისტრალის მშენებლობას დაუჭირა მხარი.
აფხაზური მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გზის
მშენებლობის პროექტი, რომელიც არა მხოლოდ რუსეთის რამდენიმე რეგიონს
დააკავშირებს, არამედ, აფხაზეთთან კავშირსაც უზრუნველყოფს, ძალზე
პერსპექტიულია.
მოძრაობა "რუსეთის კავკასიის ხალხთა კონგრესის" წარმომადგენელმა
სულთან ტოღონიძემ აღნიშნა, რომ ახალი გზა სტავროპოლის მხარეს,
ყაბარდო-ბალყარეთს, ყარაჩაევო - ჩერქეზეთს და აფხაზეთს დააკავშირებს.
მისივე თქმით, პროექტის რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოები უკვე
დაიწყო და ჩინელ პარტნიორებთან მემორანდუმსაც მოეწერა ხელი.
მასალის გამოყენების პირობები