ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო
გზის ჯვარი-კალას მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს. მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნულ მონაკვეთზე ორი და მეტი
წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ლახამულა-კალას მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
მასალის გამოყენების პირობები