მარტვილსა და აბაშაში „საქართველოს ფოსტის“ განახლებული სერვისცენტრები გაიხსნა
მარტვილსა და აბაშაში „საქართველოს ფოსტის“ განახლებული
სერვისცენტრები გაიხსნა.
დღეიდან დაწესებულებებში მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მიიღონ
უნივერსალური, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება ახალი
სტანდარტებითა და პროდუქტებით. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი
მიზნია, „საქართველოს ფოსტა“ გახდეს ლიდერი ბრენდი საფოსტო
გზავნილებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
კომპანიის განახლებული სერვისცენტრი ხვალ წალენჯიხის მუნიციპალიტეტშ
გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები