საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტოროლოგიური
პროგნოზების ცენტრის უფროსი სვეტლანა ნიორაძე
რადიო „ათინათთან“ საუბარში აცხადებს, რომ
დასავლეთ საქართველოში 31 იანვარს და 1 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა
მოიმატებს.
„ამ ეტაპზე დასავლეთ საქართველოში თოვლს არ ველოდებით, თუმცა წვიმა და
ქარი შენარჩუნდება. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურა იქნება +6-+8
გრადუსი. თოვას ველოდებით მთაში“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, წვიმიანი ამინდები დასავლეთ საქართველოში თებერვლის შუა
რიცხვებამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები