დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო სვანეთის გზებზე შეზღუდვები
მოქმედებს.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის
მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ლახამურა-კალას მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვების გამოყენებით არის დაშვებული, ხოლო კალა-უშგული მონაკვეთზე
მოძრაობა აკრძალულია.
ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები