დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის
მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30
ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი ნებადართული.
საავატომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის
ლახამულა-კალას მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კალა-უშგულის მონაკვეთზე
აკრძალულია.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე თავისუფალია. ზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთზე კი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულიად თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები