რეგიონი
ამერიკის ელჩი დღეს „ათინათს“ ეწვევა

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი დღეს ასოციაცია "ათინათს" ესტუმრება.

ელჩი ასოციაციაში 2 საათს დაჰყოფს და ორგანიზაციის თანამშრომლებს შეხვდება. იან კელი რადიო "ათინათს" ექსკლუზიურ ინტერვიუსაც მისცემს.

რადიო "ათინათში" სტუმრობის შემდეგ, იან კელი ახალგაზრდული ცენტრის "ორტუსი" წევრებს შეხვდება. ცენტრი 2012 წელს "ათინათის" ბაზაზე ,"ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" (ANI) ფარგლებში შეიქმნა, მასში გაერთიანებული ახალგაზრდები 3 წელი იყვნენ ჩართულები აღნიშნულ პროექტში.
ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და მუშაობა პროექტის "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის "პიტა" ფარგლებში განახლდა.
დღეს ახალგაზრდულ ცენტრს 30-მდე წევრი ჰყავს, მისი მიზანია, მისცეს მოზარდებს ცოდნა, ინფორმაცია და უნარი ისეთ საკითხებში, როგორიცაა ტოლერანტობა, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, სამოქალაქო აქტივიზმი, ხელი შეუწყოს განსხვავებული რელიგიისა და ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდების ინტეგრაციას.

აღნიშნული პროექტები "საქართველოს გაეროს ასოციაციის" (UNAG) და "აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ასოციაცია "ათინათში" შეხვედრის შემდეგ ელჩი ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში არსებულ ამერიკულ კუთხეს ესტუმრება. დიპლომატმა, შესაძლოა, დადიანების სასახლეც დაათვალიეროს.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.