სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი ოფიციალურად 6 თებერვალს
გაიხსნება და მთელი
სეზონის განმავლობაში საბაგიროს მომსახურება უფასო იქნება. ამის
შესახებ რადიო „ათინათს“ შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ დირექტორმა უკა
კილაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, პირველ ეტაპზე ერთი საბაგირო
სადგური და ერთი სათხილამურო ტრასა იმუშავებს.
„ტურისტები უკვე დადიან. გუშინ კანადელი და ეგვიპტელი ტურისტები
გვყავდა და ძალიან მოეწონათ“, - აღნიშნა უკა კილაძემ.
ცნობისთვის, პროექტის საერთო ღირებულებაა 35,3 ევროს შეადგენს და მას
საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები აფინანსებენ.
თეთნულდის სამთო კურორტზე 5 საბაგირო გზის მშენებლობაა იგეგმება.
თეთნულდს ექნება ამიერკავკასიაში როგორც ყველაზე გრძელი - 9,5 კმ
სიგრძის, ისე ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე - 1,7 კმ
სასრიალო ტრასა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ავსტრიული კომპანია RMS
აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები