დე ფაქტო აფხაზეთის შსს მინისტრმა ლეონიდ ძაპშბამ კრიმინოგენულ
სიტუაციასა და უწყების მუშაობაზე ისაუბრა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ
აფხაზეთში დანაშაულების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.
"დანაშაულის გახსნის რიცხვი 2015 წელს 57 პროცენტით გაიზარდა, რაც 6,8
პოროცენტით მეტია 2014 წლის მონაცემებზე",- თქვა ძაპშბამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებათა
რიცხვმა 138-დან 118- მდე იკლო. ყაჩაღური თავდასხმების რიცხვმა, 15 -
დან 11- მდე.
ძაპშბას ცნობით, შსს-მ გააქტიურა ნარკოტიკული ნივთიერებების
არაკანონიერი ბრუნვის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები.
მისივე ცნობით, ასევე შეიცვალა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის
მიმართულებით მილიციის მუშაობის სქემა .
მასალის გამოყენების პირობები