რეგიონი
აფხაზეთში ზიკას ვისურის გავრცელებას არ გამორიცხავენ

დე ფაქტო აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის რომან დბარის

და სოხუმის რაიონის მთავარი სანიტარული ექიმის ალა ბელიაევას განცხადებით, აფხაზეთში ზიკას ვირუსის გავრცელება გამორიცხული არ არის.

"ვირუსის გადამტანია კოღო Aედეს. უპირველეს ყოვლისა, გასარკვევია, ამ ჯიშის კოღოები რეალურად არიან თუ არა აფხაზეთში და შეუძლიათ თუ არა მათ ამ ვირუსის გადატანა, როგორია მათი პოპულაცია და ადამიანთან კონტაქტის სიხშირე. თეორიულად ასეთი პრობლემა ჩვენს რეგიონში არსებობს, მაგრამ რა ვითარებაა პრაქტიკაში, სპეციალურ შესწავლას საჭიროებს", - განაცხადა დბარმა.

მისივე თქმით, რუსეთის ტერიტორიის უდიდეს ნაწილში, სამხრეთის რეგიონების გამოკლებით, ვირუსის გადამტანი კოღეოების ჯიში არ არის გავრცელებული.

აფხაზი მეცნიერის განმარტებით, რუსეთში ვირუსი ვერ გავრცელდება, თუმცა აფხაზეთი რისკის ზონაშია.

"უნდა გავითვალისწინოთ გლობალური დათბობაც, რომლის დროსაც ცხოველების გავრცელების ბევრი არეალი დათბობის გამო ჩრდილოეთისკენ ინაცვლებს. ამ ჯიშის კოღოები სახლის სარდაფებშიც შეიძლება აღმოჩნდნენ, ნესტის გამო ისინი საკმაოდ აქტიურად მრავლდებიან, იმის გათვალისწინებით, რომ ეს უფრო თბილი ადგილებია, სადაც ლოკალური მიკროკლიმატის შექმნის პირობებია, რომელშიც შესაძლოა უფრო სამხრეთის წარმოშობის ორგანიზმები გავრცელდნენ... იმის თქმა, რომ ვირუსიი გავრცელება აფხაზეთში შეუძლებელია, ვფიქრობ, არასწორია", - აღნიშნა მან.

ალა ბელიაევა კი აღნიშნავს, რომ ვირუსს რუსეთის ინსტიტუტები შეისწავლიან და კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემენ.
ბელიაევას თქმით, Aედეს-ს ჯიშის კოღო აფხაზეთში არსებობს, თუმცა კოღოს სხვა ჯიშებთან შედარებით, მათი რაოდენობა ძალიან მცირეა.

ვირუსი, რომელიც კოღოებს გადააქვთ, 2015 წელს ბრაზილიაში, შემდეგ კი სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებში გავრცელდა. ყველაზე დიდ საშიშროებას ვირუსი ორსული ქალებისთვის წარმოადგენს, რადაგან ის ახალდაბადებულებში მიკროცეფალიით დაავადებას იწვევს.
ზიკას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არსებობს.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.