საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვები კვლავ რჩება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული
ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო,
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188
(ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ100-კმ173
(ლახამურა-კალა) მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ173-კმ188 (კალა-უშგული)
მონაკვეთზე აკრძალულია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე
თავისუფალია.
ზუგდიდი-ჯვარის 30-ე კმ. მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები