შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ზუგდიდში ცეცხლსასროლი
იარაღის უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას
„ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 1 მჭიდი
ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს,
რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას
გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები