დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზის
ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა
აკრძალულია.
საქართველოს გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლახამულა-კალას
მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებიამხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვების გამოყენებით.
კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია. ზუგდიდი-ჯვარის
მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულიად თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები