დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზაზე გარკვეული შეზღუდვები
ისევ მოქმედებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გზის
ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა
აკრძალულია,
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალი.
ლახამულა-კალას მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კალა-უშგულის მონაკვეთზე
აკრძალულია.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე თავისუფალია. ზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთზე კი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულიად თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები