ანაკლიის პორტს კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი''
ააშენებს. ამის შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა
პრესსკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქით, ეს კონსორციუმი ''თიბისი
ჰოლდინგისა’’ და ამერიკული კომპანია „კონტი ინტერნეიშენალის“ მიერ
ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა.
პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ პროექტი დათქმულ ვადებში
დასრულდება.
ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობაზე ტენდერი, დაახლოებით, 2
წლის წინ გამოცხადდა.
ანაკლიის პორტის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება და ის 7 ფაზად იქნება
დაყოფილი. საბოლოო ჯამში პორტმა 100 მილიონ ტონა გამტარუნარიანობას
უნდა მიაღწიოს.
მასალის გამოყენების პირობები