აფხაზეთის ქალაქებსა და მსხვილ საკურორტო ცენტრებში მიმდინარე წელს
ზღვის სანაპიროები გაქირავდება.
ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ
განაცხადა.
კერძო პირები, რომლებიც სანაპიროებს დაიქირავებენ, მათ სისუფთავეზეც
აგებენ პასუხს.
ამასთან, საცურაო ზონა ყველასთვის მისაწვდომი დარჩება.
დე ფაქტო აფხაზეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს
აფხაზეთში 7 მილიონი რუსეთის მოქალაქე ჩავიდა. ადლერიდან გაგრამდე
ელმავლებმა დაიწყეს მოძრაობა, სოჭიდან ბიჭვინთამდე - კატამარანმა.
ამავე ინფორმაციით, 2016 წელს რუსეთთან სატრანსპორტო კავშირი კვლავ
გაგრძლედება.
მიქვაბიამ დასძინა, რომ ამჟამად კურორტ გაგრას ინფრასტრუქტურის
მოდერნიზაცია იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები