დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო
გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა ლახამულა-კალას მონაკვეთზე მოძრაობა
დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით,
ხოლო კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე თავისუფალია. მოძრაობა ასევე თავისუფალია
ზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთზე.
მასალის გამოყენების პირობები