რეგიონი
გოგი თოფაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე ხელმოწერები ზუგდიდშიც გროვდება
დეპუტატ გოგი თოფაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციის "მზის შვილები" და საქართველოს მოქალაქეების მიერ შემუშავებულ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება ზუგდიდშიც დაიწყო.

ინიციატორებს პეტიცია სხვადასხვა ორგანიზაციებში, დაწესებულებებში შეაქვთ და მსურველებს მასზე ხელის მოწერის შესაძლებლობა აქვთ. პეტიციას მოქალაქეებს ქალაქის ქუჩებშიც აცნობენ.

დოკუმენტის ტექსტს რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებს მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველო თავის ისტორიულ ოჯახში, ადრე თუ გვიან, თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს!
ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებმა კარგად ვიცით, რომ საქართველო, დასაბამიდან, ტოლერანტული ფასეულობებისა და ღირებულებების მატარებელია!
ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებმა ვუწყით, რომ ამ ქვეყანაში უზენაესი კანონი კონსტიტუციაა!
ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებს გვინდა, ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის, აღმასრულებელიც, როგორც კონსტიტუციაშია წერია, ხალხის სამსახურში იყოს და ხალხის დაკვეთას ასრულებდეს!
ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, გვინდა, კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის მართვაში ჩვენც ვმონაწილეობდეთ და, მინიმუმ, ის მაინც შეგვეძლოს, რომ ხელისუფალნი გვისმენდნენ!
ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებს გვინდა, ჩვენს უფლებებს სწორედ ისინი არ არღვევდნენ, ვინც უნდა გვიცავდნენ!
სწორედ ამიტომ, ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეუწყდეს სადეპუტატო უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტის წევრს, ფრაქცია „მრეწველობა - ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიზნესმენ გოგი თოფაძეს, რომელიც არაერთხელაა შემჩნეული დისკრმინაციულ და ჰომოფობიურ განცხადებებში!
ბატონი გოგისთვის პარლამენტარის უფლებამოსილების შეჩერება პრეცედენტი და დასამახსოვრებელი მაგალითი იქნება ყველასთვის, მათ შორის, ქვეყნის აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო წევრებისთვის, ასევე, პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც თავიანთ გამოთქმებითა და განცხადებებით, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, მიზანმიმართულად თუ შემთხვევით ყოველ წუთს არღვევენ ჩვენს, მათ შორის, შშმ პირების უფლებებს!
ბატონებო, თუკი ჩვევის დონეზე მაინც დავიმახსოვრეთ, რომ მაგალითად, ავტომანქანაში ღვედის გაკეთება აუციელებელია, თორემ დავჯარიმდებით, დროა, ჩვევის დონეზე ისიც დავიმახსოვროთ, რომ ადამიანის დისკრიმინაცია, მინიმუმ, ცუდი საქციელია!
სწორედ ამიტომ, ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეები ვქმნით პრეცედენტს და ვითხოვთ, რომ გოგი თოფაძეს შეუწყდეს დეპუტატის უფლებამოსილება!
ჩვენ ბევრნი ვართ!
ჩვენ არ გვაქვს ფული, მაგრამ გვაქვს ღირსება და თავისუფლება!
ჩვენ ვიწყებთ!
ჩვენ, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სქესისა და პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეები ვქმნით პრეცედენტს და ყველა ჩინოვნიკს ვაიძულებთ, რომ დაიცვან ჩვენი უფლებები!“, - ნათქვამია პეტიციაში, რომელიც ხელმოწერების შეგროვების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს გადაეგზავნება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.