დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა კანონს,
რომელიც აბორტების აკრძალვას
ითვალისწინებს.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, უფრო ადრე ჯანდაცვის შესახებ კანონში
შეტანილი ცვლილებები ე.წ. პარლამენტმაც მოიწონა.
ახალ კანონში შეტანილი ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს აბორტების
აკრძალვას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ორსულობის გაგრძელება
საფრთხეს უქმნის მომავალი დედის სიცოცხლეს.
მასალის გამოყენების პირობები