გაგრაში სამართალდამცველებმა 1975 წელს დაბადებული სენაკელი
რევაზ უგრეხელიძე დააკავეს.
მას ბრალი მკვლელობის მცდელობაში ედება.
ამავე ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, უგრეხელიძემ
გაგრის მცხოვრებს გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა.
უგრეხელიძე დანაშაულს აღიარებს.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, რევაზ უგრეხელიძე საქართველოს
მოქალაქეა, რომელმაც" აფხაზეთის საზღვარი უკანონოდ გადალახა".
რევაზ უგრეხელიძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს გაგრის
რაიონული პროკურატურა იძიებს.
მასალის გამოყენების პირობები